„სად იყო სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს?!“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პერსონალურად არავისთან არ აქვს საქმე.
„ამ ქვეყანაში არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც თავგანწირვით ებრძვის 9 აპრილს - როგორც პირველ 9 აპრილს, ისე მეორე 9 აპრილს, ეროვნულ ხელისუფლებას და შემდეგ საქართველოს აღმშენებლობას, სააკაშვილის დროს რომ ბევრი რეფორმები გაკეთდა და მე ამას დავარქვი წითე ფრონდა, დღეს მართავს წითელი ფრონდა. თავის დროზე ამ წითელმა ფრონდამ დაამხო ზვიად გამსახურდია, ახლა კიდევ რევანშია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და დღეს ხელისუფლებაში არიან. ამ ხალხის ბირთვი ესაა, პერსონალურად არავისთან არ მაქვს საქმე, მაგრამ დღეს მიტინგზე რომ იყვნენ, რომელს მიუღია მონაწილეობა საქართველოსთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძპოლაში?! მათ შორის სად იყო სალომე ზურაბიშვილი?!“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.