დავით ბერძენიშვილი - ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა

დავით ბერძენიშვილი - ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა
27-05-2022, 01:17 - 2022
469

„ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
 
 მან ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატობა არ ეკუთვნოდა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, მონტენეგროს.
 
 „ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა. ვხუმრობ ხოლმე, რომ ალბანეთია ჩემი იმედი, ალბანეთი ნატო-ს წევრია უკვე. არა ვართ მათზე უკან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნაკლი - ცუდ დროს დაემთხვა ეს ხალხი ხელისუფლებაში. ასეთი ცუდი ხელისუფლება, არაადეკვატური დასავლეთის გადმოსახედიდანაც საქართველოს არ ჰყოლია“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა