ხაბეიშვილი: დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია

ხაბეიშვილი: დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია

26-05-2022, 23:42 - 2022
651
       

„დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია“, - ამის შესახებ „ენმ“-ს ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმიაო.
 
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია და ამბობს, რომ ავტორიტარიზმიაო, ქვეყანაში პრობლემები გვაქვსო და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო. თუმცა, ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. მაგალითად, სასამართლოს არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება. ასევე, როცა ავტორიტარიზმზე საუბრობს და იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მხრივ პრობლემებია, აგრეთვე აქვს კონკრეტული ბერკეტები, რომლებიც შეუძლია, რომ გამოიყენოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. ის გვიყვება, დაახლოებით რა პრობლემებშიც ვართ და ეს საქართველოს მოქალაქეებმაც იციან. შემოგვჩივლა ახლა, მე კი ყველაფერი ვიცი და ინსტრუმენტებიც მაქვს, მაგრამ ჩემი თავი გამჭირვებია და აბა სამართლიან ნაბიჯებს როგორ გადავდგამო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები