გიული ალასანია: სასამართლოში ჩემი შვილის სანახავად და მოსასმენად დავდივარ

გიული ალასანია: სასამართლოში ჩემი შვილის სანახავად და მოსასმენად დავდივარ
9-02-2022, 11:18 - 2022
628

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასასწრებად გიული ალასანია მივიდა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

როგორც ალასანია ამბობს, სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვს და პროცესებზე მხოლო შვილის სანახავად და მოსასმენად დადის.

„ამ ინსტიტუტს მე საერთოდ პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობით დღეს რომ არის, არანაირი ნდობა ჩემგან არ აქვს, ამიტომ მე ამ პროცესებზე დავდივარ ჩემი შვილის სანახავად და მოსასმენად. რაც შეეხება ამ საქმეებს ეს ყველაფერი ჩემთვის ერთია - ერთი დიდი უსამართლობა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა