„აღვნიშნავთ 26 მაისს, ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე“ - პრეზიდენტი

„აღვნიშნავთ 26 მაისს, ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე“ - პრეზიდენტი

26-05-2022, 11:21 - 2022
408
       

„აღვნიშნავთ 26 მაისს, ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
 
„აღვნიშნავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. მათ სისხლი გაიღეს და სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ შეგვძლებოდა ჩვენი სახელით ლაპარაკი, აგვერჩია საქართველოს მომავალი და პრეტენზია გვქონოდა ჩვენს ევროპულობაზე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები