საქალაქოში მიხეილ სააკაშვილი პროცესი მიმდინარეობს - LIVE

საქალაქოში მიხეილ სააკაშვილი პროცესი მიმდინარეობს - LIVE

9-02-2022, 11:18 - 2022
798
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სხდომას ესწრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, რომელსაც დღეს გამოკითხავენ.

სასამართლოსთან პროცესის პარალელურად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. 

ცნობისთვის, ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა მათ საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვას ედავება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები