„2025 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 70%-ს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის 100% მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
„ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში წარმატებით ავაშენეთ. ასევე, გუდაურსა და მარნეულში გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობის, პროცესი დაწყებულია და ბაკურიანის, ჭიათურის, ხაშურის, ქუთაისის, გურჯაანის, სიღნაღის, წნორის მდებარეობებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ამოცანის მისაღწევად, 10 წლის განმავლობაში, 9.2 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2,5 მილიარდი პროექტები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.