გოცირიძე ინფრასტრუქტურის მინისტრს - თქვენ ბრძანდებით მე-7 მინისტრი, შეასრულებთ თუ არა იმ დაპირებებს, რაც აქ თქვით?

გოცირიძე ინფრასტრუქტურის მინისტრს - თქვენ ბრძანდებით მე-7 მინისტრი, შეასრულებთ თუ არა იმ დაპირებებს, რაც აქ თქვით?

25-05-2022, 21:50 - 2022
594
       

„2020 წელს უნდა დამთავრებულიყო რიკოთის პროექტი - გისვამთ შეკითხვას: მართლა გვითხარით, რამდენი წლით გადააცილებთ იმ პროექტების შესრულებას რაც თქვენ თქვით?“, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს.
 
მისი თქმით, პროექტების ნაწილი, რომლის განხორციელებაც მომავალ წლებში არის დაგეგმილი, გასულ წლებში უნდა დასრულებულიყო.
 
ბატონო ირაკლი, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ 2030 წელს შესრულდება წითელი ხიდი, სარფიო... იცით თუ არა, რომ ზუსტად ეს სიტყვები ჩვენ 2016 წელს მოვისმინეთ, პარლამენტში, ოღონდ ქუთაისში და უნდა დამთავრებულიყო 2020 წელს. გახსოვთ ეს? თუ არა და ახლა დოკუმენტებს ამოვიღებ, ხომ იცით „გუგლი“ ყველაფერს ინახავს. 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო რიკოთი. ახლა გისვამთ შეკითხვას - მართლა გვითხარით, რამდენი წლით გადააცილებთ ამ პროექტების შესრულებას: რიკოთს, ქვეშეთის შემოსასვლელ გზას და იმას, რაც თქვენ თქვით. შესრულდება თუ არა მართლა დროულად“, - მიმართა რომან გოცირიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები