მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ე.წ პიჯაკების საქმე პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის მკაფიო ნიმუშია.
ადვოკატი ამბობს, რომ ის, რასაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, გრძელდებოდა მაშინაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს კი ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა.
„ეს საქმე არის პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის მკაფიო ნიმუში. ხარჯები, რაზეც მიხეილ სააკაშვილსა და თემო ჯანაშიას ასამართლებენ, გაიცემოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე. თუ ანზორ ჩუბინიძე გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, საზოგადოება დაინახავს, რომ 2013 წელს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებშიც რამდენიმე ასეული ათასი ლარის დოკუმენტურად დადასტურებული მსგავსი ხარჯებია წარმოდგენილი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.