ხერხეულიძე - სიკვდილით ვსჯით ადამიანს, რომელმაც ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა

ხერხეულიძე - სიკვდილით ვსჯით ადამიანს, რომელმაც ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა
25-05-2022, 19:06 - 2022
416

"სიკვდილით ვსჯით ადამიანს, რომელმაც ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა", - ამის შესახებ "ენმ"-ს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში განაცხადა.

ხეეხეულიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლო 30 წლიანი ისტორია გაიხსენა.

"ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? ის ხომ არა ვინც საერთოდ ევროკავშირზე დაიწყო საუბარი საქართველოში და ყველა კარს ანგრევდა, სადაც შესაძლებელი იყო მისი სტატუსით მისულიყო და ეთქვა, რომ ჩემი ქვეყანა დიახ იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას, იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას და მიმიღეთ როგორც სრულფასოვანი წევრი, მაღიარეთ როგორც სრულფასოვან წევრო მთელი სამყაროსი და მე არც ერთ შემთხვევაში არ დავყაბულდები იმ სტატუსს, რომ წარმოვადგენ პატარა ქვეყანას. ეს შეძლო იმ დიდმა კაცმა, რომელიც დღეს პალატაში სიკვდილს ებრძვის, სხვათა შორის, ესეც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელმაც თავად ამ ტრიბუნიდან გააუქმა სიკვდილით დასჯა და ძალიან დიდი წინააღმდეგობები შეხვდა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც დღესაც აქტუალური ბრძანდებიან ქართულ პოლიტ-ელიტაში. აი ამ ადამიანს ვსჯით სიკვდილით. ადამიანს, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა, რომელმაც ასწავლა მთელ საქართველოს ევროპული ღირებულებები და თქვა, რომ ევროკავშირი გახლავთ ის გზა, რომელსაც საქართველო არასდროს გადაუხვევს", - განაცხადა ხერხეულიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა