ამერიკის საელჩოს საქართველოს ხელისუფლების განცხადებას პასუხობს

ამერიკის საელჩოს საქართველოს ხელისუფლების განცხადებას პასუხობს
25-05-2022, 18:04 - 2022
791

საქართველოში ამერიკის საელჩო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე "ქართული ოცნების" განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. 


საელჩო განმარტავს, რომ დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში.

"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან", - ნათქვამია საელჩოს კომენტარში. 

კომენტარები
რეკლამა