კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში, საიდანაც შემდეგ გამოდის უარყოფითი გზავნილები

კობახიძე - კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში, საიდანაც შემდეგ გამოდის უარყოფითი გზავნილები

25-05-2022, 14:11 - 2022
625
       

„კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში, საიდანაც შემდეგ გამოდის უარყოფითი გზავნილები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
 
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი, აინტერესებთ არეულობა, გადატრიალება, ომი ქვეყანაში.
 
ძალიან მარტივად, ჩვენ ვიცით, საზოგადოებამ იცის, რომ მაგალითად, ეს ადამიანები, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები, კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და მერე იმ კაბინეტებიდან გამოდის კონკრეტული უარყოფითი გზავნილები, რაც, ბუნებრივია, არის მათი აგიტაციისა და პროპაგანდის შედეგი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც მიჩვეული ვართ. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის დროს, ვიდრე მივიღებდით ამ სტატუსს, ახლაც, სამწუხაროდ, იგივე მეორდება. მე, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ მათი ბუნება, დარწმუნებული ვარ, სულმოუთქმელად ელოდებიან, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. მე მჯერა, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ ასევე მჯერა იმის, რომ სამწუხაროდ, მათი მოლოდინი არის განსხვავებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსს ამ ყველაფერში. მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ევროპული მომავალი, არც ზოგადად მომავალი, აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის არეულობა, გადატრიალება, ეს არის ბოლოს ომი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მათი ერთადერთი ინტერესი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება ის, რომ მათ აინტერესებდეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები