4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება.
აქედან ნაწილი უკვე არსებულ მარშრუტებს ჩაანაცვლებს. თბილისის მერია მიზეზად მომატებულ მგზავრთნაკადს ასახელებს.
N293 ავტობუსი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის;
N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას;
N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას;
N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ ტექნიკურ უნივერსიტეტამდე იმოძრავებს;
N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს N444 მიკროავტობუსს;
N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს N546 მიკროავტობუსს;
N296 ავტობუსი ჩაანაცვლებს N544 მიკროავტობუსს;
N297 ავტობუსი ჩაანაცვლებს N425 მიკროავტობუსს.