იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

24-05-2022, 22:27 - 2022
1 478
       

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მტკიცებით ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება სრული სიცრუეა. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ბრეგაძემ თქვა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, შექმნან რეალობისგან სრულიად განსხვავებული სურათი. 

მაგალითისთვის შემიძლია, მოვიყვანო ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული პირები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თანაც, სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ მტკიცებით ფორმაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობით იხილა, რომ ის დამოუკიდებლად გადმოვიდა მანქანიდან და ასევე დამოუკიდებლად შევიდა კლინიკის ტერიტორიაზე. ასევე, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ შექმნან რეალობისგან სრულიად განსხვავებული სურათი და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური, რაც არის სრული სიცრუე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები