ნევროლოგი ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს მალე რეანიმაციული განყოფილება დასჭირდეს.
ექიმი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იმოქმედონ პაციენტის ინტერესებით:
"ცოტა ხანში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ უმძიმესი სიტუაცია, სამედიცინო თვალსაზრისით. უმძიმესი სიტუაცია ნიშნავს იმას, რომ მას დასჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა, ინტენსიური ბლოკი და არ გამოვრიცხავ რეანიმაციული ღონისძიებები, რაც უკვე კრიტიკული იქნება მისთვის. მისი იქიდან ცოცხლად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია", - განაცხადა თოიძემ.