მდინარაძე სააკაშვილზე - კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ მართლა რაღაცა არ მოსწიოს თავს

მდინარაძე სააკაშვილზე - კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ მართლა რაღაცა არ მოსწიოს თავს

24-05-2022, 15:21 - 2022
775
       

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა გადაყვანილი, რომ თავს მართლა რამე არ დაუშავოს. 


მისივე აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილი ექიმებს დაუჯერებს, ყველაფერი კარგად ექნება.

"არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ მართლა ვინმე ფიქრობს, გულწრფელად და არა პოლიტიკური ინტერესის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც არის დღეს პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, შეიძლება ასე არ იყოს, დაზღვევის მიზნით, რომ მართლა რაღაცა  თავის თავს არ მოსწიოს ამ კაცმა, რაღაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემები, თუ სხვა რაღაცეების გამო, არ ვიცი ეს დეტალები ნამდვილად. უნდა დაუჯეროს მან საკუთარ ექიმებს, ვინც მკურნალობს, ვინც ამისათვის სპეციალურად არის გამოყოფილი ალბათ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში თუ პენიტენციარულ დაწესებულებაში. თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს მას უნდა მოუწოდონ დაიცვას ექიმის რეკომენდაციები და პრობლემა არ ექნება, დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. ევროპაში გადაყვანა კი არა საქართველოში თუ დაუჯერებს, იქნება ყველაფერი კარგად", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები