ნათია თურნავა ახალ თანამდებობაზე ინიშნება

ნათია თურნავა ახალ თანამდებობაზე ინიშნება

24-05-2022, 12:46 - 2022
1 514
       

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.
 
ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგინეს.
 
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაა, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათელა თურნავას კანდიდატურის წარდგენის შესახებ. წამყვანი კომიტეტი ამის განსახილველად იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები