პაპუაშვილი - ზოგი ოპოზიციური პარტია ფაცი-ფუცით არის დაკავებული

პაპუაშვილი - ზოგი ოპოზიციური პარტია ფაცი-ფუცით არის დაკავებული
24-05-2022, 12:33 - 2022
378

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობენ ის პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებსაც „თითი თითზე არ დაუდიათ ინტეგრაციისთვის“.
 
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდის მიმართ, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხს უკავშირდება.
 
რაც შეეხება ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციას, ყველაზე აბსურდი ამ დისკურსში არის ის, რომ ამას საუბრობენ ის პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებსაც თითი თითზე არ დაუდიათ ამ ინტეგრაციისთვის. „ქართული ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ხან უნდათ იმის თქმა, რომ თითქოს, ეს იყო“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთანხებული. საერთოდ არაფერი არ იყო შეთანხმებული - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო, ხელმოწერა კიდევ წლები გადაიდებოდა.
 
ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მაშინ ჩართული იყო ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება, მათ შორის რეგულაციებთან დაკავშირებით, ასოცირების შეთანხმებაში შემაფერხებელი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელში შეძლო და ეს შეთანხმება ტექსტუალურად შეათანხმა ევროკავშირთან და ხელი მოაწერა.
 
2020 წელს, როდესაც საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოვაცხადეთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება, სხვა პარტიები ამას ცინიკურად ეკიდებოდნენ, საქართველოს ასეთი პერსპექტივაზე ფიქრი არ უნდოდათ. დღეს ამ პარტიებს უნდათ თავი წარმოადგინონ, თითქოს არიან ამ კუთხით მოწინავეები. ეს არის ფაცი-ფუცი, თითქოს საკუთარი ხმამაღალი განცხადებით აჩვენებენ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი ევროპულები არიან
“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა