„რუსთავი 2“-ის არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა“ - მდინარაძემ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

„რუსთავი 2“-ის არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა“ - მდინარაძემ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

23-05-2022, 22:52 - 2022
860
       

„მედიამენეჯერობა კი არ არის ამოსავალი წერტილი, აქ არის დანაშაული ჩაიდინა თუ არა, ეს არის დასავლური მიდგომა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მდინარაძემ „მოვლენებს გაუსწრო“ და ბრიფინგზე კითხვის დასმის გარეშე ნიკა გვარამიას დაკავებაზე საკუთარი ინიციატივით ისაუბრა.
 
გავუსწრებ მოვლენებს, აუცილებლად მკითხავს რომელიმე თქვენი კოლეგა... მთელი 1 კვირის განმავლობაში გვარამიასთან დაკავშირებით ატრიალებენ ფეიკს, რომელსაც ახლავე გამოვააშკარავებ მე თქვენ თვალწინ. 1 კვირის განმავლობაში ნარატივი ხომ დაალაგეს, რომ სამსახურის ავტომანქანით სარგებლობისთვის დასაჯეს ადამიანი და რამხელა Fake-თან გავქვს საქმე. სამსახურის საერთოდ არ არის ის ავტომანქანა, "რუსთავი 2-ის" არასდროს ყოფილა ის ავტომანქანა, რომლის სხვა თავის მეგობრის კომპანიაზე გაფორმებითაც ნიკა გვარამიამ 67 000 ევროს ზიანი მიაყენა. ბარტერი გააკეთა რუსთავი 2 -ით და რუსთავი 2-ის არასდროს ყოფილა ის მანქანა“, - განაცხადა მდინარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები