"აფხაზეთი საქართველოს გარეშე არ არსებობს და პირიქით", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური ენა და კულტურა განადგურების პირასაა.
"დღეს აფხაზეთის დღეა.
დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ მითს, მცდარ წარმოდგენებსა და გამორჩენილ ფაქტებს, რაც ექსკლუზიურად საბჭოთა იმპერიის ნამოქმედარია, რომელიც განხეთქილებისა და დაყოფის დასათესად მუშაობდა.
დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს: აფხაზური ენა და კულტურა ჩვენს თვალწინ ქრება!
თუმცა რეალობა ერთია: არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.