დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

23-05-2022, 17:42 - 2022
2 306
       

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ მაიმუნის ყვავილის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ავრცელებს.
 
დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს, კონგოს რესპუბლიკაში აღწერეს.
 
NCDC წერს, რომ მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.
 
2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.
 
მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
 
მაიმუნის ყვავილის ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე). ვირუსისგან ეფექტურად იცავს ნატურალური ყვავილის წინააღმდეგ აცრა, მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები