თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. გარდა ამისა, დღესვე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 29 ნოემბერს დააკავეს. მას სამართალდამცველებისთვის საქმიანობაში ხელშეშლას ედავებიან.