„რუსი ალიგარქები მოიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ტელევიზიები მსგავს განცხადებას არ უნდა აკეთებედნენ.
„რუსი ალიგარქები მოიიკითხეთ თქვენს ტელევიზიებში, ეს შემიძლია, გითხრათ.
სირცხვილია. ამას რომ ამბობთ, მე მგონი, თქვენც არ გჯერათ. თქვენ მუშაობთ სააკაშვილის და კეზერაშვილის ტელევიზიებში.
სააკაშვილის და კეზერაშვილის ტელევიზიებში მომუშავე ადამიანები ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, ეს არის მინიმუმ სირცხვილი, ჯერ გათავისუფლდით სააკაშვილისა და კეზერაშვილისგან და მერე გააკეთეთ მსგავსი განცხადებები“, - განაცხადა კობახიძემ.