აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთი ვერ შეაფერხებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთი ვერ შეაფერხებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას

23-05-2022, 10:39 - 2022
564
       

"რუსები ვერ შეაფერხებენ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევას", – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხდა.


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსული ჯარები ამერიკულ სამხედრო ტვირთს დაბომბავენ, ეს არ გამოიწვევს აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას.

ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დივერსიფიცირებული და საიმედო ჯაჭვი. ამიტომ, თუნდაც რუსებმა მოახერხონ უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პარტიის დაფარვა, ფუნდამენტურად, სტრატეგიულად, ეს არ შეგვიშლის ხელს სამხედრო დახმარების გაწევაში“, – განაცხადა სალივანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები