მე-11 დღეა მიხეილ სააკაშვილი „ვივა მედის“ კლინიკაშია, თუმცა ამ დრომდე არ საჯაროვდება მესამე პრეზიდენტის სამედიცინო კვლევის შედეგები.
როგორც ცნობილია, „ვივა მედის“ ექიმები ალაპარაკდნენ ვერნიკეს ენცეპალოპათაზე, დაავადებაზე, რომელზეც უკვე რამდენიმე თვეა „ემპათიასა“ და სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმები საუბრობენ.
ასევე არსებობს ვარაუდი, რომ სააკაშვილს ზურგის ტვინის დაზიანება ჰქონდეს და ოპერაცია დასჭირდეს. ასევე შესაძლოა მას ზონდირებით კვება დასჭირდეს.