„ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ, ისინი არიან უგუნური ადამიანები“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ ან ხელისუფლებაში არიან საქართველოსთვის არ გაუკეთებიათ სიკეთე.
„ახლა იყო და გული მომიკლა იმან აზოვში, ფაქტობრივად, რუსებს ტყვედ ჩაბარდნენ. ყველაზე ცუდი რაც იყო, ტელევიზიით ვუყურე სხვადასხვა [არხზე], მე ინგლისურ გადაცემებსაც ვუყურებ, სხვა უცხოურ გადაცემებსაც, რუსულიც ვნახე და ერთი ამაყად ამბობდა, როგორც გვეგონა იმაზე უკეთ ვართ, საჭმელსაც კარგად გვაჭმევენო. ხალხი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავის დადებას და სიკვდილზეც მიდიოდა ხალხის გადასარჩენად, აი, ტყვეობამ რა დღეში ჩააგდო. ვინც არ უნდა გითხრას, მე რომ ვიბრძოდე, მთავარსადალი კი არა, ვინც არ უნდა მითხრას, როგორ შევწყვეტ ბრძოლას, ტყვედ ჩავარდნას თან იმათთან მოვერიდებოდი...
ამიტომ, ჩვენც გვმართებს დაფიქრება, ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ და როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ, ხო - საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან არიან, უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ, როცა... მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურებაა, ისინი არიან უგუნურები. მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს მოუსმინოს, თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. აბა ამერიკასთან მიდი და გაუბედე, რასაც გიზამს არავის გაუყო მერე. ვინ არიან ისინი, ეს უგუნური ადამიანები, რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო, დახმარების მეტს რას ვაკეთებთ და რა უნდათ ახლა იმათ ჭკუაზე ვიაროთ? ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს ვივლით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.