ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მოქალაქე არ იჩაგრება

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მოქალაქე არ იჩაგრება

22-05-2022, 12:59 - 2022
596
       

„დღეს მოქალაქე არ იჩაგრება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში მოქალაქეს შეუძლია იპოვოს სამართლიანი სასამართლო.
 
ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება. მოქალაქეს შეუძლია, რომ იპოვოს სამართალი სასამართლოში. 320 მოსამართლიდან 300-მა მოსამართლემ ერთობლივად კოლექტიური განცხადება მიიღეს რამდენიმე კვირის თუ თვის წინ, ანუ დააფიქსირეს აბსოლუტური უმრავლესობა მოსამართლეებისა, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ყოველგვარ ზღვარგადასულ ცილისმწამებლურ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ. სულ რაღაც 17 თუ 18 მოსამართლე 300 მოსამართლის მოსაზრებას არ ეთანხმება. აქ რაზეა საუბარი, როდესაც ამბობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, თუ პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები