„ეხლა გამოვა ტვინგაყინული ქოცი და იტყვის, რომ ნატოს გენერალური მდივანი ვისაც ომი უნდა, იმას ხვდებაო“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ განცხადებას ვინმე დაიჯერებს და გაუხარდება.
„დღეს,ნატოს გენერალურ მდივანთან ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჩვენი პარტნიორების ინიციატივით გაუქმდა, რაც სამწუხაროა ნამდვილად!
ეხლა გამოვა ტვინგაყინული ქოცი და იტყვის, რომ ნატოს გენერალური მდივანი ვისაც ომი უნდა, იმას ხვდებაო. ვიღაც ამას დაიჯერებს და იფიქრებს, რა მაგრები არიან და როგორ გვიცავენ ქოცები“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.