საქართველოს ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ ოპოზიციამ წარმატებული აქცია გამართოს.
როგორც წულუკიანი ამბობს, სწორედ ამიტომ აქციების საკითხი მისთვის ნაკლებად საინტერესოა.
„აქციების შესახებ არ მსმენია, სავარაუდოდ რაღაც გამომრჩა. ალბათ დიდად ყურადღებას აღარავინ აქცევთ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია აქციებს გამართავს. მე აღარ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ამომრჩეველში, საზოგადოებაში არანაირი რესურსი არ არსებობს იმისა, რომ წარმატებული აქცია ჩატარდეს. შესაბამისად, პოლიტიკურად გაკოტრებული და სწრაფი ტემპით განლევად რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ ოპოზიციას რასაკვირველია, ამისი რესურსი არ აქვს. ამიტომ ეს საინტერესო დიდად არ არის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.