როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო დღეებში

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო დღეებში

9-02-2022, 09:42 - 2022
1 108

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 თებერვალს დღის ბოლოდან 11 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. 

ამასთანავე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 10 თებერვალს დღის საათებში დაბლობსა და ბარში  +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 9-10 თებერვალს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა  დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

პოპულარული
რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა