„ოპოზიციის აქციებზე არავინ მივა“ - ალეკო ელისაშვილი

„ოპოზიციის აქციებზე არავინ მივა“ - ალეკო ელისაშვილი

18-05-2022, 13:29 - 2022
679
       

„ბრძოლაში რომ მიდიხარ, სჯობს, მეტი იარაღი გქონდეს და იმ იარაღის ხმარებაც იცოდე, მაგრამ ოპოზიციას არც იმ იარაღის დაჭერა უნდა ხელში და არც ხმარება იციან, ამიტომ არაფერი იცვლება და ხალხი იმედგაცრუებულია“, - ამის შესახებ საქართველოს „პირველ არხს“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
 
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის აქციებზე არავინ მივა.
 
პარლამენტში ბრძოლა სწორ ფორმად მიმაჩნია და ვინც ვერ ხვდება, პარლამენტს რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას, როგორც ჩანს, რეგლამენტი წაკითხული არ აქვს. თუ მიაჩნიათ, რომ აქციაზე ხალხის დაძახებით რამეს მიაღწევენ, ძალიან ცდებიან. ასე რამის მიღწევა ძალიან რთულია და ამის არაერთი მაგალითია. იმ ბატონებს და ქალბატონებს, ვინც პარლამენტში ოპოზიციას აძაგებენ, ვურჩევ, რეგლამენტი წაიკითხონ. პარლამენტში ვიღაც კომფორტში ცხოვრობს, ვიღაც – ერთობა. ვისაც მუშაობა უნდა, ის მუშაობს და ბოდიში, მაგრამ საკუთარ თავს სწორედ ასეთ დეპუტატებს მივათვლი. თუ გინდა, ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალო, პარლამენტი ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს უნდა გინდოდეს და არ გეზარებოდეს, რადგან ოპოზიციის დიდ ნაწილს მუშაობა ეზარება და არ იცის, პარლამენტში რისთვის არის შემოსული. თუ უნდათ, საქართველო უკეთესი ქვეყანა გახდეს, ვინმე უშლით? – აგერ თქვენ და აგერ მე, ამ აქციებზე არავინ მივა. როცა ოპოზიციონერი ხარ, პარლამენტშიც ბრძოლა შეგიძლია და ქუჩაშიც. პარლამენტს რომ ზურგს აქცევ, შეგიძლია, მხოლოდ ქუჩაში ბრძოლა, შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ“, -განაცხადა ელისაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები