ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში ჰეპატიტის შესახებ წერს.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 500 ბავშვი და გარდაცვლილია 11.
„ჰეპატიტი ბავშვებში - ბოლო მონაცემები (17/05/2022). სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი (იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს). პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს. პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს. ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები. 500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება. სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების: 90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. 10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი. ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
- არავითარი პანიკა;
- დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
- მუქი შარდი;
- ნაცრისფერი განავალი;
- კანის ქავილი;
- კუნთების და სახსრების ტკივილი;
- მაღალი სიცხე;
- ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
- ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
- მადის დაკარგვა;
- ტკივილი მუცლის არეში.