„ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ - გიული ალასანია

„ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ - გიული ალასანია

18-05-2022, 00:17 - 2022
844
       

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უარესადაა, ვიდრე ადრე იყო. 
 
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
 
საშინელი სისუსტე აქვს. ფერი არ აქვს ადამიანს. ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოფიტულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ნევროპათოლოგის აზრით, მდგომარეობა გაუარესებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში.მე პირველი დღიდან მაგას ვამბობ, პოლონეთი ითხოვს უბრალოდ, სხვა ქვეყნებიდანაც არის შემოთავაზება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები