„ეს იქნება ღალატი“ - ნიკა მელია განცხადებას აკეთებს

„ეს იქნება ღალატი“ - ნიკა მელია განცხადებას აკეთებს

8-02-2022, 23:34 - 2022
2 299
       

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია განცხადებას აკეთებს.

„რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემ. ჰქონდათ სხვადასხვა ტაქტიკური მოსაზრებები, მაგრამ როდესაც ესაუბრები და ვჯერდებით, ბუნებრივია, ვაგრძელებთ გზას. თუ მე პარტიისთვის ახლა ცუდი მინდა, ლეგიტიმური საფუძველი მაქვს, ვერც ერთი ადამიანი მსოფლიოში ვერ მომედავება, რომ გამოვიდე და მეთქვა, უი, იქ რაღაც 300 ადამიანი ხართ, რომლებიც უკმაყოფილონი ყოფილხართ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და მოდით, რიგით პარტიის წევრად დავრჩები. 

თუ რამე იქნება ღალატი, ეს იქნება. და მერე რა? გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება? მხარდაჭერა გაიზრდება? თუ რა შეიცვლება? პირველ რიგში, მე ვარ დაინტერესებული, მე რომ ვხედავდე ალტერნატიულ, ქმედით წინადადებას, ღმერთი-რჯული, მხოლოდ გამიხარდება. არ მსმენია, გარდა იმისა, მელიამ რატომ დაშალა აქცია 14 ოქტომბერს“, - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები