„ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს“ - საფრანგეთის ელჩი ნიკა გვარამიაზე

„ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს“ - საფრანგეთის ელჩი ნიკა გვარამიაზე

17-05-2022, 13:12 - 2022
484
       

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.
 
მისი თქმით, ერთ-ერთი კითხვა იქნება რატომ არიან საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში.
 
პირადად კომენტარს არ გავაკეთებ სასამართლოს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს. ფუნდამენტური საკითხი და ფუნდამენტური პრინციპია სიტყვის თავისუფლება, ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკა კანონზე მაღლა დგას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ როდესაც არის სამართლებრივი დევნა და საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. არის თუ არა ეს სწორედ ის შემთხვევა, ეს არის კითხვა, რომელსაც საზოგადოება დასვამს. ისინი იკითხავენ, არსებობს თუ არა სიტყვის თავისუფლების სრული დაცვა საქართველოში, თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა. კიდევ ერთი შეკითხვა იქნება რატომ არიან ასე მრავლად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში საქართველოში. მე არ მაქვს პასუხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკითხვები იქნება“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები