აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
 
„ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების - მთავარი არხის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს.  კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის“, - წერს ჯიმ რიში. 
 
    
    
 
 








 










 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
