„გილოცავთ „ქართული ოცნების“ მრევლს, ბრიუსელში კენჭისყრის წინ ასეთი მასშტაბის პოლიტპატიმრის შეძენას“ - ხიდაშელი გვარამიაზე

„გილოცავთ „ქართული ოცნების“ მრევლს, ბრიუსელში კენჭისყრის წინ ასეთი მასშტაბის პოლიტპატიმრის შეძენას“ - ხიდაშელი გვარამიაზე

17-05-2022, 11:22 - 2022
686
       

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.
 
ის წერს, რომ ეს პირდაპირი შურისძიებაა ადამიანზე, რომელიც „ნერვებს გიშლის“.
 
„ყოველგვარი დებატების გარეშე, ამ საქმეში არ არასებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც კი.

  1. ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის!
  2. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, textbook პილიტიკური დევნა!
  3. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წარმატებული თამაშის გაგრძელება მორიგ ჯერზე დიდი მახვილით განგმიროს ქვეყანაში პოლიტიკური, თემატური დისკუსია და პოლარიზაციის მორიგ ჭაობში გადათხლიშოს ქვეყანა საიდანაც მხოლოდ თვითონ გამოდის გამარჯვებული!
  4. ევროკავშირის კანდიდატის კენჭისყრის წინ ეს არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი მცდელობა შეფერხდეს ქვეყნის წინსვლა!
გილოცავთ ქართული ოცნების მრევლს, სწორედ ეხლა როდესაც ბრიუსელში კენჭისყრაა კარს მომდგარი ასეთი მასშტაბის პოლიტპატიმრის შეძენას“, - წერს თინა ხიდაშელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები