„აზოვსტალიდან 264 სამხედრო გამოვიყვანეთ, უკრაინას თავისი გმირები ცოცხლები სჭირდება“ - ზელენსკი

„აზოვსტალიდან 264 სამხედრო გამოვიყვანეთ, უკრაინას თავისი გმირები ცოცხლები სჭირდება“ - ზელენსკი
17-05-2022, 11:08 - 2022
391

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს სამხედროები აზოვსტალის ტერიტორიიდან.
 
მისი თქმით, 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
 
ეს არ არის ადვილი დღე. მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დაცვას ემსახურება. მადლობა უკრაინელი სამხედროების - უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკებების ჯგუფს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე.
 
მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპული მიზანი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს
“, - ამბობს ზელენსკი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა