„დამაჯერებელი ნაბიჯი გადავდგით საბჭოთა საქართველოს მშენებლობაში“ - მარგველაშვილი გვარამიას დაკავებაზე

„დამაჯერებელი ნაბიჯი გადავდგით საბჭოთა საქართველოს მშენებლობაში“ - მარგველაშვილი გვარამიას დაკავებაზე

16-05-2022, 23:23 - 2022
783
       

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე ისაუბრა.
 
მან თქვა, რომ ეს დამაჯერებელი ნაბიჯია საბჭოთა საქართველოს მშენებლობაში.
 
ჩვენ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადავდგით საბჭოთა საქართველოს მშენებლობის თვალსაზრისით. ანუ, ავტორიტარული სახელმწიფოდან ვაშენებთ ტოტალიტარულ სახელმწიფოს და ეს არ არის ერთი მოულოდნელი, ექსტრაორდინარული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ნაბიჯი მტკივნეულია, ნაბიჯი არის თავის თავის შესახებ მეტყველი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს დემონტაჟის წყებაში, რომელიც დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით და ბუნებრივად, ლოგიკით გრძელდება მედიის დემონტაჟით და დამონებით იმიტომ, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში არამარტო სახელმწიფო, არამედ მედიაც და ბოლოს უკვე მთელი საზოგადოებაც უნდა იქცეოდეს ისე,როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს მმართველს. ჩვენ ამ გზაზე დღეს კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები