„დღეს დადგა კანონთან შეუსაბამო განაჩენი“ - ნინო ლომჯარია მე-12 ციხეში, ნიკა გვარამიასთან შესახვედრად მივიდა

„დღეს დადგა კანონთან შეუსაბამო განაჩენი“ - ნინო ლომჯარია მე-12 ციხეში, ნიკა გვარამიასთან შესახვედრად მივიდა

16-05-2022, 19:16 - 2022
762
       

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მივიდა.
 
ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ დღეს კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და კრიტიკული მედიის მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს.
 
ჩემი მოსვლის მზიანი არის ის, რომ მოვინახულო პატიმარი, რომლის მიმართაც სახალხო დამცველის შეფასებით, დღეს დადგა კანონთან შეუსაბამო განაჩენი. მოგეხსენებათ სახალხო დამცველს ერთ-ერთ ბრალთან მიმართებაში გვაქვს ძალიან დეტალურად შესწავლილი ეს ბრალი და საქმის მასალები და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშები, არამედ საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა, ჰქონოდა მსგავს დავას მომჩივანის მხრიდან წარმატება.
 
ვფიქრობ, რომ დარღვეულია კანონიერების პრინციპი, დარღვეულია სტრასბურგის ევროკონვენციის მე-7 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთვის, რაც არ ითვლება დანაშაულად და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ განაჩენთან დაკავშირებით, რაც უკვე გამოვიდა არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები, მიუხედავად ამისა, დღეს მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
 
საერთო კონტექსტში უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გაგრძელება კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ დაწყებული მტრული გარემოს: ჩვენ ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედიამენეჯერების, თავდასხმებს, დისკრედიტაციის მცდელობებს, დღეს კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში“
, - ამბობს ნინო ლომჯარია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები