სოსო ჯაჭვლიანი: წულუკიანმა წამიყენა ულტიმატუმი, ვინ ეკითხება მას

სოსო ჯაჭვლიანი: წულუკიანმა წამიყენა ულტიმატუმი, ვინ ეკითხება მას
8-02-2022, 22:07 - 2022
1 410

„რა უფლება აქვს სამინისტროს, თეა წულუკიანს ჩაერიონ ფედერაციის საქმეებში“, - ამის შესახებ სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მკლავჭიდის ფედერაცია მსოფლიო ფედერაციიას ექვემდებარება.

რა უფლება აქვს სამინისტროს, თეა წულუკიანს ჩაერიონ ფედერაციის საქმეებში. 

ჩვენ ვექვემდებარებით მსოფლიო ფედერაციას.

კულტურის სამინისტრო გვაფინანსებს ჩვენი მიღწევევის დამსახურებით. 

ეს კანონშიც წერია, წულუკიანი და სამინისტრო გველაპარაკება თითქოს მათი ჯიბიდან გვაფინანსებს.

წულუკიანმა მე მითხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდებოდა, გამოყვეს 800 ათასი ლარი. ამ დრომდე არ მიგვიღია ერთი თეთრი. 

შეთანხმება დადებული იყო და ჩვენი მხრიდან ყველაფერი მოგვარებული იყო.

მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩენილი იყო ერთი თვე და წულუკიანმა წამიყენა ულტიმატუმი.

გამგეობა უნდა ჩატარდეს და ის ოთხი ადამიანი, კრიმინალები, რომლებიც ჩემს გადადგომას ითხოვენ და გარიცხულები არიან ფედერაციიდან უნდა შემეყვანა ფედერაციაში“, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა