„შერჩევითი სამართალი არსებობს...“ - აშშ-ს ელჩი გვარამიაზე

„შერჩევითი სამართალი არსებობს...“ - აშშ-ს ელჩი გვარამიაზე

16-05-2022, 18:36 - 2022
968
       

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ნიკა გვარამიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
 
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების აღქმაც კი, რომ გარკვეულწილად შერჩევითი სამართალი არსებობს, სასამართლოს მიმართ ნდობაზე მოქმედებს.
 
მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ უშუალოდ საქმის შინაარსზე, თუმცა ამ საქმემ დასაწყისიდანვე წარმოშვა კითხვები დროის გარემოების, ბრალდებებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ და ეს ნდობა რომ არსებობდეს, ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ამ პროცესში არ იყო რაიმე პოლიტიკური ჩართულობა და იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტა. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა, რომ გარკვეულწილად შერჩევითი სამართალი არსებობს, ესეც მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები