ლევან დავითაშვილი გვარამიაზე: კანონის წინაშე ყველა თანაბარია

ლევან დავითაშვილი გვარამიაზე: კანონის წინაშე ყველა თანაბარია

16-05-2022, 17:26 - 2022
640
       

„ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, კანონის წინაშე ყველა თანაბარია“, - ამის შესახებ კონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან.
 
ცალსახად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციას და იმიჯს. რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული. ქვეყანა მიდის ევროპისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები