„სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის „ენმ“-ს დაშლა“ - იაგო ხვიჩია

„სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის „ენმ“-ს დაშლა“ - იაგო ხვიჩია
16-05-2022, 13:42 - 2022
587

„სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის „ენმ“-ს დაშლა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
 
ის ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა.
 
რაც შეეხება გვარამიას დაკავების მიზეზს, მგონი, არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც ამ ბრძოლაში გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყვევებს და ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ეს ბრძოლა არ დასრულდება. ამით მთელი ქვეყნის ინტერესები ზიანდება, მოსახლეობის ინტერესები ზიანდება.
 
ზოგადად ვართ ბრძოლაში მაშინ, როცა საბრძოლო არაფერი გვჭირს და ერთი შეხედვით, თითქოს მტერი ქვეყნის შიგნით მაინც არ გვყავს. ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ამავე დროს არის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის ნაციონალური მოძრაობის დაშლა
“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა