„ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები“ - ნიკა მელია

„ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები“ - ნიკა მელია
16-05-2022, 13:37 - 2022
426

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავებას გამოეხმაურა.
 
მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება არ აძლევს ოპოზიციას საფუძველს, გახდნენ ჭირისუფლები.
 
ამ გზაზე, ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმეა და უფრო საზიანოა ის ადამიანები, რომლებიც თითქოს არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად, არამედ ჩვენ მხარეს და სინამდვილეში მის მხარეს არიან, რომლებიც აკრიტიკებდნენ იგივე ნიკა გვარამიას და ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამია არის შეკრული, ეს და ეს არ გააკეთა და ამით ძლიერდებოდა რეჟიმი. უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან როგორც ქომაგები დემოკრატიის. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა