„საქართველოში არის ფეიკ დემოკრატია“ - გიორგი ვაშაძე

„საქართველოში არის ფეიკ დემოკრატია“ - გიორგი ვაშაძე
16-05-2022, 13:30 - 2022
415

„დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ საქართველოში დემოკრატია  არ არსებობს, საქართველოში არის ფეიკ დემოკრატია“, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნიკა გვარამიას დაკავებას.
 
მისი თქმით, სასამართლომ დღეს მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანას კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.
 
ამ პასუხისმგებლობისთვის ისინი იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომელიც როგორც წესი უნდათ ხოლმე რომ რაღაცა დათმონ, მერე ამ დათმობის ხარჯზე ფონს გავიდნენ და ა.შ. დღევანდელ დღე მიუთითებს, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, გავერთიანდეთ და ამ გზააცდენილი პროცესიდან საქართველო დავაბრუნოთ დასავლური განვითარების გზაზე. უნდა ვიყოთ ერთიანები, პრინციპულები და გამარჯვება მოვიპოვოთ. უახლოეს 2-3 თვეში ველოდებით ბევრ საკითხს, რომელიც დაჩქარდება საქართველოს შიგნითაც და ფარგლებს გარეთაც და დარწმუნებული ვარ, მალე ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა