სუბარი - ვეთანხმები სააკაშვილს, უნდა გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი

სუბარი - ვეთანხმები სააკაშვილს, უნდა გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი
8-02-2022, 20:38 - 2022
903

„სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს, მომავალი ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი.

მთელმა საქართველომ, რაც იხილა რაც ვიხილეთ ყველამ ერთად, იქ ჩანს დანაშაული სავარაუდო, რომელსაც ჩადის პატიმარი სააკაშვილი და არ ჩანს არანაირი დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან სასჯელაღსრულების. 

მაგრამ თუკი ლაპარაკია იმაზე, რომ გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი და იქ გამოჩნდება ვინმეს დანაშაული, მეც ვეთანხმები, დიახ უნდა გამოქვეყნდეს, მეც მოვუწოდებ სააკაშვილთან ერთად ინსპექტორის სამსახურის გამოაქვეყნოს სრული ჩანაწერი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა