„რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში დასრულებული ფორმა მიიღო“ - ნათელაშვილი გვარამიას დაკავებაზე

„რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში დასრულებული ფორმა მიიღო“ - ნათელაშვილი გვარამიას დაკავებაზე

16-05-2022, 13:13 - 2022
881
       

„რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა“, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას დაკავებას.
 
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმედია, ეს გადაწყვეტილება დააფიქრებს დასავლელ პარტნიორებს, ვისთან სურთ მოკავშირეობა, ქართველ ხალხთან, თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან.
 
რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა.
დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი.ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი, ნიკა გვარამია.
 
იმედია ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან,რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ, ვისთან სურთ მოკავშირეობა ქართველ ხალხთან თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან,რომელიც პუტინის მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი-ატლანტიკურ ლობისტებს
“, - წერს შალვა ნათელაშვილი

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები