„გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება“ - ნიკა გვარამიას ადვოკატი

„გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება“ - ნიკა გვარამიას ადვოკატი
16-05-2022, 11:18 - 2022
506

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილების მოლოდინი არც ამ ინსტანციაში არ აქვთ.
 
ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს, საწარმოსთვის „ზიანის მიყენების გამო“, მიუხედავად იმისა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, „რუსთავი 2“ იყო ყველაზე წარმატებული კომპანია, როგორც სარეკლამო შემოსავლების, ისე სატელევიზიო რეიტინგის მიხედვით.
 
სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, ერთადერთი რამის თქმა მინდა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა „ქართულმა ოცნებამ“ მწარედ ცდება, ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი, საკმაოდ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, ჩვენმა კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა