ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
 
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი. 
 
    
    
 
 








 










 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
